ევროპას ტრაილერის მძღოლების დეფიციტი ემუქრება…
ხანგრძლივი პერიოდით სახლიდან შორს ჰყოფნა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულე, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც ევროპელი ახალგაზრდები უარს ამბობენ ტრაილერის მძღოლად მუშაობასა და ამ პროფესიის დაუფლებაზე…
ესპანური პორტალის transportealdia.es-ის მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში ტრაილერის მძღოლთა საშუალო ასაკი – განუხრელად იზრდება.
ევროკავშირის სტატისტიკით, გერმანიაში ტრაილერის მძღოლთა 66% , 45 წელს ზემოთ ასაკისაა… ხოლო დიდი ბრიტანეთში, მძღოლთა საშუალო ასაკი – 55 წელს შეადგენს.
უფრო რთულადაა სიტუაცია თავად ესპანეთში, სადაც პროფესიონალი ,,დალნაბოიშიკების,, 72%, ასაკით 50 წელზე ზემოთ არის. ესპანეთის საგზაო მოძრაობის გენერალური სამმართველოს (DGT ) მონაცემებით, ქვეყანაში ტრაილერის 253.000 მძღოლიდან:
42.000 – 50-დან 54 წლისაა
40.000 – 55-59 წლის
32.000 – 60-64 წლის..!
მიუხედავად მსგავსი სტატისტიკისა და ევროპულ შრომით ბაზარზე პროფესიონალი მძღოლების მაღალი მოთხოვნისა, ახალგაზრდების ნაკადის შემოდინებას ამ სფეროში,
ევროპაში არ ელიან.