საავტომობილო საკონტეინერო გადაზიდვები
კომპანიის სატრანსპორტო განყოფილება უზრუნველყოფს იმპორტირებული კონტეინერებისა და ტვირთების ქვეყნიდან გატანას, გადაზიდვას და მიწოდებას, ასევე საექსპორტო კონტეინერებისა და ტვირთების წაღებასა და მიწოდებას.
კომპანია ეწევა ფოთისა და ბათუმის პორტების ყველა ტერმინალში ტვირთების გატანისა და შემოტანის სატრანსპორტო მომსახურეობებს.
გააჩნია 10 მანქანისაგან შემდგარი საკუთარი სატვირთო ავტოპარკი.
მომსახურეობების ძირითადი ჩამონათვალი:
- საშინაო და საერთაშორისო მიმოსვლაში კონტეინერების, ასევე ტრეილერებით გადასაზიდი სხვა ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება;
- ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება ტრანზიტის რეჟიმში (საზღვარგარეთული პორტებიდან საქართველოს საშინაო საბაჟოებზე) და შიდასაბაჟო ტრანზიტის რეჟიმში;
- საქართველოსა და მოძრაობის მარშრუტზე მდებარე ქვეყნების ტერიტორიაზე ექსპლუატაციისათვის ნებადართული ნებისმიერი ტიპისა და ზომის ხარისხიანი მოძრავი შემადგენლობის გამოყენების საშუალება;
- საკონტეინერო ტერმინალებში ცარიელი კონტეინერების დროული ჩაბარების უზრუნველყოფა და კონტროლი კონტეინერების მფლობელთა მითითებების შესაბამისად;
- არაგაბარიტული ტვირთების, მათ შორის ისეთის, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, გადაზიდვის ორგანიზება;
- ოპტიმალური სატრანსპორტო სქემების შემუშავება;
- შეკვეთების შესრულების მინიმალური ვადები;
- ტვირთების დაზღვევა ავტოტრანსპორტით გადაზიდვის დროს.