საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები
Incoterms (International Commercial Terms, ქართულად: საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები) არის საერთაშორისო ვაჭრობაში აღიარებული მთელი რიგი ტერმინებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, სავაჭრო ტრადიციებისა და პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების, ანუ, როგორც მას სახელშეკრულებო პრაქტიკაში შემოკლებით უწოდებენ, „ინკოტერმს“-ის ტერმინები მოწოდებულია მოახდინოს საერთაშორისო ნასყიდობისა და გადაზიდვების ხელშეკრულებათა ძირითადი პირობების ჰარმონიზება.
„ინკოტერმს 2000“ საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ მისი შემუშავების დროს სამუშაო ჯგუფში წარმოიშვა იდეა - მომხდარიყო ინკოტერმსში გაერთიანებულ ტერმინთა დიფერენცირება 4 საბაზისო კატეგორიად, რაც გაადვილებდა აღნიშნულ ტერმინთა წაკითხვა-აღქმას. აღნიშნული დაყოფის კრიტერიუმებად აღებულ იქნა არა მხოლოდ ტერმინთა საწყისი ასოები, არამედ მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
პირველ კატეგორიაში გაერთიანდ ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას (ე.წ. „E“ ტერმინები).
მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან (ე.წ. „F“ ტერმინები).
მესამე კატეგორია მოიცავსე.წ. „C“ ტერმინებს, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავისთავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გაგზავნის შემდეგ.
მეოთხე, „D“ კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს და ტვირთის შემთხვევითი დაღუპვისა და განადგურებისრისკს (ე.წ. „D“ ტერმინები).
- E ტერმინი
- EXW. Ex Works - ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.
- F ტერმინი
- FCA. Free Carrier - გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.
- FAS. Free Alongside Ship - გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.
- FOB. Free On Board - გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.
- C ტერმინი
- CFR. Cost and Freight - გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება. მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და გადაზიდვების შემთხვევაში.
- CIF. Cost, Insurance and Freight - მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით. მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.
- CPT. Carriage Paid To - გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.
- CIP. Carriage and Insurance Paid to - მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.
- D ტერმინი
- DAT. Delivered at Terminal - ტვირთის მიწოდება ტერმინალამდე
- DAP. Delivered at Place - ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე
- DDP. Delivered Duty Paid - ტვირთის მიწოდება განბაჟებით
გამყიდველის გადახდის ვალდებულება
მოცემულ შემთხვევაში ტერმინი „დიახ“ მიუთითებს, რომ გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურება. ტერმინი „არა“ მიუთითებს, რომ ეს არის მყიდველის ვალდებულება.იმ შემთხვევაში როდესაც, დაზღვევა არ არის გათვალისწინებული მოცემულ პირობაში (მაგალითად CFR) გადაზიდვის დაზღვევაზე პასუხისმგებელი მყიდველია.
საავტორო უფლებები
ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებულია ვიკიპედია® წყაროზე დაყრდნობით.