1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ავტომწარმოებლებს საშუალება ეძლევათ გამოუშვან სატვირთო ავტომანქანები, 90 სანტიმეტრით უფრო გრძელი კაბინებით… აღსანიშნავია, რომ დაგრძელებული კაბინები, გავლენას არ მოახდენენ სატვირთო სივრცეზე.
კაბინების ახალი თაობა, საშუალებას მისცემს სატვირთოებს შეამცირონ საქარე წინაღობები, რაც სპეციალისტთა გათვლით, 10%-თ შეამცირებს საწვავის ხარჯვას და ამასთანავე, შეჯახების შემთხვევაში შეამცირებს რისკის მაჩვენებლებს და უფრო მოხერხებული იქნება მძღოლისათვის.
გასულ კვირას, სწორედ ევროპული მოთხოვნების შესბამისი კაბინის მქონე ახალი სატვირთო в Yellow River X7 გამოუშვა ჩინურმა ავტომწარმოებელმა Sinotruk-მა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული დირექტივა 96/53/EC, ჩინეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს, ავტომწარმოებელმა, რომელიც დიდი ხანია თამანშრომლობს Volksvagen Group-ის შვილობილ კომპანია Traton-თან, ევროპული სტანდარტის კაბინიანი სატვირთო გამოუშვა, რაც შესაძლებელია, მათ მიერ კონსტრუირებული ახალი ჩინური სატვირთოების, ევროპულ ბაზარზე გასვლის სურვილით იყოს განპირობებული.