სატვირთო ავტომობილ DAF-ის CF და XF მოდელები, პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის Good Design Awards-ის მფლობელები გახდნენ…
პრემია მათ ,,საუკეთესო დიზაინისა და ინოვაციის,, სფეროში მიენიჭათ.
მსგავსი აღიარების გადაწყვეტილებას ,,ავტომობილისა და სატრანსპორტო პროდუქციის დიზაინში,, ავსტრალიური Good Design Awards-ის ჟიურის 55 წევრი ღებულობს.
DAF Trucks-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ, მხოლოდ ამა წლის მარტის თვეში წარადგინა ავსტრალიურ ბაზარზე, ახალი CF და XF სერიის მოდელები… ხოლო შემოდგომაზე, Good Design Awards-ის ყოველწლიური ჯილდო მოიგო, რომელიც მსოფლიოში, დიზაინისა და ინოვაციის სფეროში. ყველაზე უძველეს და პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება… და რომელიც – 1958 წლიდან იღებს სათავეს.