შვედეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, განახორციელოს ახალი ტიპის გემების მშენებლობის პროექტი, რომელიც იქნება ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და მობილური…
ეს გახლავთ ავტომობილმზიდი გემის პროექტი, რომელიც იალქნების გამოყენებით იმუშავებს ქარის ენერგიაზე და რომელსაც, ერთდროულად 6-დან 7 ათასამდე მსუბუქი ავტომობილის გადაზიდვა შეეძლება…
პროექტმა, რომელსაც შვედური კომპანიების,
KTH Centre for Naval Architecture, SSPA და Wallenius Marine-ს კონსორციუმი ანხორციელებს, რომანტიული სახელწოდება, Oceanbird -ი მიიღო.
ხომალდი, რომელიც ავტომობილების გადაზიდვით იქნება დაკავებული, აღჭურვილი იქნება მეტალის და კომპოზიტური მასალისგან დამზადებული 80 მეტრი სიმაღლის იალქნებით, რომელთა სიმაღლის რეგულირება და 50 მეტრამდე დაწევა, ქარის სიმძლავრის მიხედვით, ავტომატურად იქნება შესაძლებელი.
იალქნების პარალელურად, გემს ექნება ძრავებიც, რათა მან პორტში შესვლის დრო მოახერხოს სასურველი მანევრირება.
როგორც კონსტრუქტორები აცხადებენ, გემი, რომლის სიგრძეც 200 მეტრე მიაღწევს, ჩვეულებრივ გემზე დაბალი სიჩქარით იმოძრავებს და მას, ატლანტის ოკეანის გადასაცურად 12 დღე დასჭირდება, რაც ჩვეულებრივი გემის შემთხვევაში 7-8 დღეს შეადგენს.
შევედეთის ტრანსპორტის ადმინისტრაცია, 2022 წლიდან დაიწყებს ამ პროექტის დაფინასებას, თუმცა, ლოჯისტიკურ კომპა